"ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, ვისაც რაღაცას უბრძანებენ და ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯს გადაადგმევინებენ" – კახა კალაძე "ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, ვისაც რაღაცას უბრძანებენ და ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯს გადაადგმევინებენ" – კახა კალაძე /> "/> " />


  10:59:50     22-01-2024

"ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, ვისაც რაღაცას უბრძანებენ და ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯს გადაადგმევინებენ" – კახა კალაძე

17059069764.png

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის საქართველოს პოლიტიკაში მორიგ ჯერზე დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

"აქ არ არის მხოლოდ პარტიულ ინტერესებზე საუბარი და არ გამოვდივართ ვიწროპარტიული ინტერესებიდან, პარტიაზე მაღლა დგას ბევრი რაღაც, როდესაც ქვეყანაზე და სამშობლოზე ვსაუბრობთ.

მე მგონია, რომ მაინც იქნება შემოტევები, ზეწოლა. გავიხსენოთ 2020 წლის არჩევნები თუნდაც, როგორი ზეწოლა იყო - უბრალოდ გვაბრალებდნენ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. წარმოიდგინეთ, იმ დონეზე მივიდნენ და ისიც კი იკადრეს, რომ ISFED-ის პარალელური დათვლები გააყალბეს და ამით უნდოდათ ქვეყანაში რევოლუცია მოეწყოთ, გადატრიალება მოეწყოთ.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვიღაცებისთვის, ე.წ. მეგობრებისთვის მისაღები არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, ვისაც რაღაცას უბრძანებენ და ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯს გადაადგმევინებენ" – განაცხადა კალაძემ.


ავტორი: presa.ge